02 მაისი 2024,   08:28
ვრცლად
ადამიანები გამომუშავებული დაგროვილი სარგებლით სიბერეს უზრუნველყოფენ - ეფრემ ურუმაშვილი დაგროვებით პენსიაზე

„ეს კანონპროექტი შინაარსობრივად არის არსებითი და მისაღები რეფორმა,“ - ასე შეაფასა ფინანსისტმა ეფრემ ურუმაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა.

მან გადაცემა განსხვავებულ აქცენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კანონპროექტით მოქალაქეები დაგროვილი თანხით სიბერეს უზრუნველყოფენ და ასევე ქვეყანაში დაზოგვის კულტურა დაინერგება.

„ამ კანონპროექტის მიხედვით, ჩვენ გვექნება მომავალზე ორიენტირებული საპენსიო რეფორმა, როდესაც ადამიანები გამომუშავებული დაგროვილი სარგებლით სიბერეს უზრუნველყოფენ. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში დაზოგვის კულტურა დავნერგოთ. ამ დაზოგილი თანხებით თავისუფალი, იაფი ფულის საკმაოდ დიდი რესურსი რჩება, რომელიც გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე დღეს ბანკებს აქვთ. ამ კანონპროექტის მიხედვით იმის საშუალება იქნება, რომ ნაწილის დაბანდება ისევ საქართველოში მოხდეს და ბიზნესისთვის ისეთი იაფი რესურსის მიცემა მოხდეს, რომელიც კიდევ უფრო დაეხმარება ბიზნეს, თავისი კვლავწარმოების ეფექტი განავითაროს,“ - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.

ფინანსისტის ინფორმაციით, პირველი 5 წლის განმავლობაში ფულის აკუმულირება საპენსიო ფონდში მოხდება.

ეფრემ ურუმაშვილის თქმით, ფონდს ეყოლება მმართველი და ზედამხედველობა ეროვნული ბანკისგან ექნება. მისი განცხადებით, მკაცრად იქნება კანოში გაწერილი ის მიმართულებები, თუ სად შეიძლება მოხდეს ფულის ინვესტირება. 

დღის ამბები