23 ნოემბერი 2017,   20:41
ვრცლად
სუს-ის გაძლიერება - ხელისუფლების გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა

საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანებას პოლიტიკური და პროფესიული კითხვები მოჰყვა. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ეს ორი უწყება უნდა გაერთიანდეს.

„რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი, დიმიტრი შაშკინი განმარტავს, რომ ამ ორი უწყების გაერთიანება ძალთა ბალანსისა და გადანაწილების სისტემას ეწინააღმდეგება.

ოპოზიცია სუს-ის გაძლიერება და მისთვის საგარეო დაზვერვის ფუნქციების მიერთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ხელისუფლების გადაწყვეტილება გაუგებარია სპეციალისტებისთვისაც. ექსპერტები აქცენტს დასავლურ მოდელზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს შტოები გამიჯნული უნდა იყოს.

სტრუქტურულ ცვლილებები ხვალ მთავრობის სხდომაზე განიხილება. პარლამენტში კი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები