26 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
თბილისის საკრებულოში დღეს კომისიებს და ფრაქციებს დააკომპლექტებენ 

მეექვსე მოწვევის საკრებულო დღეს მეორე სხდომას მართავს. დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციები - დეპუტატები დაამტკიცებენ კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს.

„ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება „ქართული ოცნების“ ფრაქცია. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური და მასშტაბური გეგმები, რომელიც წარდგენილი გვქონდა წინასაარჩევნოდ და აქტიურად დავიწყებთ მათ აღსრულებას,“-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ახალ საკრებულოში სულ 5 ფრაქცია იქნება. ერთი „ნაციონალური მოძრაობის“, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის დღესვე დავაყენებთ ინიციატივას, კონკრეტულ კომისიებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ მნიშვნელოვან საკითხებზე,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გოკა გაბაშვილის თავმჯდომარეობით შექმნის ერთ ფრაქციას ” ევროპული საქართველო”.

ფრაქციიის შექმნის შესაძლებლობა არ აქვს საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსს“, რადგან პარტიამ მხოლოდ ორი მანდატი მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები