03 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
ომბუდსმენის ანგარიშს დეკანოზის ადვოკატები სტრასბურგში მტკიცებულებად გამოიყენებენ

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშს დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველები ეთანხმებიან. ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ამ ანგარიშს დაცვის მხარე მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს დაურთავს სააპელაციო სასამართლოში. ასევე ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეს ანგარიში მოხვდეს მტკიცებულებებს შორის მაშინაც თუ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

„იმედს ვიტოვებ, რომ სახალხო დამცველის ამ დასკვნას ყურად იღებს სააპელაციო სასამართლო. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამ საქმის სტრასბურგში მიტანა გახდება საჭირო, სტრასბურგისათვის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება სწორედ  სახალხო დამცველის ეს დასკვნა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა დაიწყება 6 დეკემბრიდან.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, დოკუმენტში წერია, რომ ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. ნანუაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელის მხრიდან ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია მამა გიორგი მამალაძის მიმართ.

ამავე თემაზე
დღის ამბები