04 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
მუხიანის მეორე მიკრორაიონში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

მუხიანის მეორე მიკრორაიონში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.

მათი მტკიცებით, ორმა ადამიანმა, რომელიც მათ გამგეობის თანამშრომლებად გაეცნენ, შენობის მიმდებარე ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს და ამისთვის სამი დღე მისცეს. ამის მიზეზად კი მიწის ნაკვეთის გაყიდვა დასახელდა, რომელიც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობას ოფიციალური წერილი ამ დრომდე არ მიუღია.

მათთან დღეს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ხელისუფლება არაადეკვატურ ქმედებებში დაადანაშაულეს.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებები უკვე საპნის ბუშტებივით სკდება და პირველი მსხვერპლი ამ ყველაფრის აღმოჩნდნენ, ჩვენდა სამწუხაროდ, მუხიანში მცხოვრები დევნილები. ეს ის ხალხია, რომლებიც 22 წელია, ამ მცირე მიწის ნაკვეთს, სადაც ისინი ცხოვრობენ, თავის ხელით ამუშავებენ, ბაღები გააკეთეს და იმის მაგივრად, რომ გამგეობამ ან თბილისის მერიამ ეს მიწები ამ ხალხს დაუკანონოს და საკუთრებაში გადასცეს, ორი დღის წინ მოვიდნენ და ამ მიწებს ართმევენ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები