64 წლის ასაკში როკ-ჯგუფ ეისი-დისის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მალკოლმ იანგი, გარდაიცვალა.
ავსტრალიელი გიტარისტი წლების განმავლობაში დემენციას ებრძოდა. ის საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, გარდაიცვალა.
მალკოლმ იანგმა როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი 1973 წელს, ძმასთან ერთად, დააარსა, მესამე ძმა კი ეისი-დისის პროდიუსერი იყო. ძმები ჯგუფის ყველა კომპოზიციის თანაავტორები იყვნენ, მათ მთელს მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული.