15 დეკემბერი 2017,   23:56
ვრცლად
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ხმაურის ფონზე აირჩიეს 

ხმაურის ფონზე წარიმართა ფოთში მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. ოპოზიციამ თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ის თავმჯდომარედ მაინც აირჩია.

ოპოზიცია ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებს.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი მაგალითი იმისა, რომ არ მიგვეღო ამ კენჭისყრაში მონაწილეობა. ვინაიდან, ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიულად ჩატარებული და საერთოდ ყველა წითელი ხაზი იყო გადაკვეთილი. ეს იყო ხელის გადაგრეხვა, უკანონოდ ჩატარებული არჩევნები. წინასწარ მომზადებული ხმები, ბიულეტენები ჩასაყრელად და მთელი დღის განმავლობაში ეს პროცედურა მიმდინარეობდა არჩევნების დროს,“ - განაცხადა ფოთის საკრებულოს წევრი ”ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ კი განაცხადა, რომ ზრთა სხვადასხვაობის არსებობა ნორმალური და დემოკრატიული პროცესია.

„საკმაოდ საინტერესო საკრებულო იქნა არჩეული ქალაქ ფოთის მოსახლეობის მიერ. წარმოდგენილია თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თითო-თითო კანდიდატით, "ნაციონალური მოძრაობა" 2 კანდიდატით, 18 კანდიდატით „ქართული ოცნება“, აქედან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობა იქნება და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესები,“ - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

დღის ამბები