17 დეკემბერი 2017,   04:29
ვრცლად
უბედური შემთხვევა ინდოეთში - პლასტმასის ქარხანას ჯერ ცეცხლი გაუჩნდა შემდეგ კი ჩამოინგრა

მსხვერპლი მოჰყვა უბედურ შემთხვევას ინდოეთში. ქალაქ ლუდ-ჰიანაში პლასტმასის ქარხანას ჯერ ცეცხლი გაუჩნდა შემდეგ კი ჩამოინგრა. ინციდენტი სამუშაო პროცესის დროს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრეა, რომელიც ხალხის გადასარჩენად შენობაში იყო შესული. არ არის გამორიცხული გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს. მაშველების განცხადებით, ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ქარხანის მეპატრონე პოლიციაში დაკითხვაზეა დაბარებული.

დღის ამბები