26 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
აშშ-მა საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შესაძლო მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონის დოლარის ღირებულების ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შესაძლო მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებს 410 რაკეტისა და 72 გამშვები ბლოკის, ასევე სასწავლო მოდელების შეძენის მოთხოვნით მიმართა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს პროცესი საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის შედეგად, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამყარებას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები