26 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რამდენიმე რეისი ვერ განხორციელდა

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა ავიარეისების განრიგში ცვლილებები შეიტანა. გვიან ღამით ვერ განხორციელდა რამდენიმე რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

გაუქმდა მოსკოვი-თბილისის რეისი, კიევიდან მომავალი თვითმფრინავის მგზავრები კი, დედაქალაქის ნაცვლად ქუთაისში ჩაფრინდნენ. მგზავრები ამავე თვითმფრინავით თბილისის მიმართულებით მოგვიანებით გამოემგზავრნენ.

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაგვიანებით მოუწიათ მგზავრებს ჩამოსვლა თბილისში სტამბოლიდანაც. 

დღის ამბები