26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე - ჯომარდობის ფედერაციის წევრებმა Q-Net-ის ბილბორდის ჩამოხსნა მოითხოვეს 

მარკეტინგული კომპანია Q-Net-ის სარეკლამო ბილბორდი, სადაც საქართველო აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი, მოქალაქეთა პროტესტის მიზეზი გახდა. ყაზბეგის გამზირზე საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის წევრები შეიკრიბნენ და ფაქტი აქციით გააპროტესტეს.

სპორტსმენები ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ და კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას და სარეკლამო ბანერის ჩამოხსნას ითხოვდნენ.

ყაზბეგის გამზირზე გვიან ღამით საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

„ჩვენთვის ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ე.წ. რბილი ძალის გამოყენება, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების პროვოკაციულ განწყობებზე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რაზეც აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები