03 მაისი 2024,   00:42
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის და აფეთქების ხმა ისევ ისმის

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კიდევ ერთი ძლიერი შტურმი განხორციელდა. სროლის და აფეთქების ხმა ამ წუთებშიც ისმის. კორპუსთან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ძლიერი კვამლი შეინიშნება. საცხოვრებელ სახლში, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, რაღაც იწვის. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სროლა არის ორმხრივი. 

ამ დროისთვის ტერიტორიას სამართალდამცავები იცავენ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკაც მობილიზებულია. 

დღის ამბები