26 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი სპეცრაზმელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების ინფორმაციით, ორი მათგანი გადაყვანილია პალატაში, მესამეს კი აღენიშნება წვივის ძვლის მოტეხილობა და უტარდება ოპერაცია. დაჭრილი სპეცრაზმელები უკვე მოინახულეს მთავრობის მეთაურმა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. ზაზა სოფრომაძის განცხადებით დაჭრილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია სამი სპეცრაზმელი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს აღენიშნებათ მსუბუქი ჭრილობები ქვემო კიდურების არეში.  მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო მანიპულაციები და გადაყვანილები არიან პალატაში. რაც შეეხება მესამეს მას ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად აქვს წვივის ძვლის მოტეხილობა. ოპერაცია მთავრდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 

დღის ამბები