26 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
მეუფე შიო პატრიარქის მოსაყდრეა - თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოში რუსული გავლენის გაძლიერებას ვარაუდობს

მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მის მოსაყდრედ დაასახელა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დღეიდან ერთადერთი მღვდელმთავარია, რომელიც პატრიარქის ფუნქციებს შეასრულებს. ის გადაწყვეტილებებს საპატრიარქოში ილია მეორესთან ერთად მიიღებს.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 40 დღის განმავლობაში ის ოფიციალურად პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, ვიდრე ახალი პატრიარქის ვინაობას წმინდა სინოდი დაადგენს. 47 მღვდელმთავრის დახურულ კრებაზე ის უპირატესი იქნება, პატრიარქობის სხვა კანდიდატებთან შედარებით, ერთით მეტი ხმა ექნება.

მეუფე შიომ, ერისკაცობაში კი ელიზბარ მუჯირმა სასულიერო განათლება მოსკოვში წმინდა ტიხონის სახელობის სასწავლებელში მიიღო, ორი წლის განმავლობაში მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მსახურობდა. მის რუსულ კავშირებზე დასმულ კითხვაზე მეუფე შიომ უპასუხა, რომ ეს ჭორია.

თეოლოგები ვარაუდობენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა საპატრიარქოში შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო, მოსაყდრე დაინიშნა. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ მიტროპოლიტი შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნის გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის საპატრიარქოს გავლენები უფრო გაძლიერდა.

პატრიარქის მოსაყდრე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სულიერი მოძღვარი და მეგობარია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები