04 მაისი 2024,   00:49
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით მიმართავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი ბრიუსელში რამდენიმე წუთში გაიხსნება. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებსაც გამართავს. სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილება.

როგორც ბრიუსელში ამბობენ, ფაქტი, რომ ეს სამიტი ტარდება სწორედ ევროკავშირის დედაქალაქში, იმას მოწმობს, რომ ევროკავშირისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი არის მნიშვნელოვანი.

“აღმოსავლეთ პარტნიორობა ესტონეთისთვის თავიდანვე პრიორიტეტული იყო. ახლა ამ პროექტმა უკვე, ევროპის შუაგულში მიაღწია. ვიმედოვნებ, რომ დღეს ჩვენ შევძლებთ პასუხი გავცეთ შეკითხვას, როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ძლიერი წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც და ევროკავშირისთვისაც. ერთად ყოველთვის ძლიერები ვართ და ეს პროექტი ევროკავშირისთვის დღეს პრიორიტეტულია,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა იური რატასიმ.

დღის ამბები