02 მაისი 2024,   15:19
ვრცლად
კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა თბილისში მიმდინარეობს

ახლადმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა თბილისში მიმდინარეობს. 2 საათია განხილვა პარლამენტის სასესიო დარბაზში გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად აცნობს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და პროფესორ-მასწავლებლებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორმა, თამარ გურჩიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა კითხვით, კონსტიტუციის ახალ ჩანაწერში ქორწინების უფლების შეზღუდვით, რა პრობლემა გადაიჭრა. რაზეც, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ასახული დეფინიცია შეესაბამება ქორწინების სოციალურ აღქმას.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის, ვახტანგ ლეჟავას თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი სოფლის მეურნეობის განვითარებას არ შეუწყობს ხელს. ლეჟავა ვარაუდობს, რომ ამას პოზიტიური შედეგები არ მოჰყვება.

პარლამენტის თავმჯდომარე კი, ამის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ პარლამენტმა ამ ჩანაწერის გაკეთებამდე სხვადასხვა ფაქტორი გაითვალისწინა, მათ შორის, ინვესტიციებზე გავლენა, ეკონომიკაზე გავლენის წილი.

„საბოლოო ჯამში, დავადგინეთ, რომ დღევანდელი ეფექტი, ასე ვთქვათ, მიწის საბაზრო ურთიერთობებში მოქცევის, მაინცდამაინც მაღალი არ არის. კერძოდ, მაინცდამაინც დიდი არ არის ეკონომიკაზე შესაბამისი მაჩვენებელი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ განხილვაში არ მონაწილეობს ოპოზიცია.

დღის ამბები