04 მაისი 2024,   14:48
ვრცლად
ტერაქტი ეგვიპტეში - ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ეგვიპტის ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. გადაწყვეტილება სინას ნახევარკუნძულზე მომხდარ ყველაზე სისხლიან თავდასხმას უკავშირდება.

პროკურატურის ინფორმაციით, ტერაქტი მეჩეთში ისლამური სახელმწიფოს მიერაა ორგანიზებული.

თავდასხმა მეჩეთზე 24 ნოემბერს მოხდა, თუმცა პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გამოძიების ცნობით, 305 ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი ISIS-ია. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ტერორისტებს ხელში ისლამური სახელმწიფოს დროშები ჰქონდათ.

ტერაქტიდან მეორე დღესვე ეგვიპტის ხელისუფლებამ სინას ნახევარკუნძულზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. კაიროში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად ათობით ტერორისტია ლიკვიდირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები