04 მაისი 2024,   15:23
ვრცლად
„ტრაგედია სასტუმრო ლეოგრანდიში“- ხვალ გლოვის ნიშნად შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ქვეყანა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.

გარდაცვლილთა ხსოვნას დილიდან სანთლებით და ყვავილებით მიაგებენ პატივს მოქალაქეები ხანძრის ადგილას.

ცოტა ხნის წინ დატოვა აჭარის მთავარი სამმართველო დამწვარი სასტუმროს ადვოკატმა, სადაც მთელი დღეა "ლეოგრანდის" თანამშრომლებისა და სტუმრების დაკითხვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებს კითხვები სასტუმროში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება დამწვარ შენობაში.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდიში“ სამი დღის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით აალება სასტუმროს საუნიდან დაიწყო და მალევე გავრცელდა შენობის მეოთხე და მეხუთე სართულზე. ძლიერი დაკვამლიანების გამო 11-მა მოქალაქემ შენობიდან გასვლა ვერ მოახერხა და ისინი ლიფტსა და სავარჯიშო დარბაზში გარდაიცვალნენ. 22 ადამიანს კი ჰოსპიტალიზება დასჭირდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები