03 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა ექსკლუზიური ფოტოები, რომლებზეც მოკლულთა სახეების გარჩევაა შესაძლებელი

საიდუმლო წყარომ P.S.- 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ექსკლუზიური ფოტოები მიაწოდა.

ფოტოებში ლიკვიდირებული ტერორისტების სახეები  იმდენად გარკვევით ჩანს, რომ ის ადამიანები, ვინც მათ ახლოს იცნობდნენ, ამოცნობას შეძლებენ.

მოკლულთა ვინაობა ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა არ გამორიცხა, რომ მათ შორის ახმედ ჩატაევიც იყოს. შესაბამისად, P.S.-თვის მოწოდებულ ექსკლუზიურ ფოტოებზე შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერია ასახული.

საიდუმლო წყარო ამტკიცებს იმასაც, რომ მას ხელთ აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ის მჭიდებიც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ტერორისტებს ეჭირათ და რომლითაც ისინი სპეცრაზმელებს ესროდნენ. მან P.S.- ამის დამადასტურებელი ფოტოებიც გამოუგზავნა.

გარდა ამისა, P.S.- მიაწოდეს ის ფოტოებიც, რომელიც წყაროს ცნობით, საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაავრცელეს. ამ ინფორმაციით კი, ბინაში, რომლის აღებას სპეცრაზმის ასზე მეტი წევრი ცდილობდა, არა 4, არამედ 6 შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. წყარო ამბობს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ 2-მა მამაკაცმა გაქცევა მოახერხა და მათ გამოძიება ამ დრომდე ეძებს.   

ეს კი დამატებით კითხვებს აჩენს სპეცოპერაციის ჩატარების ხარისხთან დაკავშირებით - როგორ მოხდა ისე, რომ სპეცრაზმელებს, ფაქტობრივად, ცხვირწინ ააცალეს ნივთმტკიცებულებები?

თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ იარაღის ნაწილი, რომელსაც იმ დღეს ტერორისტები იყენებდნენ, საქმეში აღარ დევს, ვინაიდან ის ვიღაცამ ადგილიდან ჩუმად გაიტანა და ამის შესახებ ვერავინ გაიგო და ამ წუთამდე არც არავინ იცოდა. 

​ 

დღის ამბები