04 მაისი 2024,   01:02
ვრცლად
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ღონისძიებაზე საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს აცნობს. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი.

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ჩინურ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური აშენდება.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია, დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით, დასრულებული ჩვენი ტრადიციული მიმართულებით, როგირიცაა ტურიზმი,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთის ქიმიური მრეწველობის კომპანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საპარტნიორო ფონდმაც. ფორუმს 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი ესწრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები