04 მაისი 2024,   12:48
ვრცლად
ეს შედეგი ძალიან მძიმე იქნება „ქართული ოცნებისთვის" - ირმა ინაშვილი ომბუდსმენად ლომჯარიას არჩევაზე

„ჰქონდათ შანსი, დღეს აერჩიათ ალტერნატიული კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა მხარდაჭერა ხალხისგან და მათ აირჩიეს NGO-ების კანდიდატურა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ,” - ასე აფასებს ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი ფოფხაძე პარლამენტის მიერ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევას.

ნინო ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობაზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 96 ხუთის წინააღმდეგ, აირჩია. 

კენჭისყრის შედეგად, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27 წინააღმდეგ იყო. გიორგი ფოფხაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ლომჯარიას არჩევას მოყვება.

„ძალიან უკმაყოფილებას მიიღებენ, ჩვენ არა ერთხელ გვინახავს „ქართული ოცნებისგან“ წამოყენებული კანდიდატურა, მერე ისევ „ქართულ ოცნებასვე“ დაუბრუნდა ხოლმე ძალიან ცუდად,“ - აცხადებს ფოფხაძე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ფოფხაძის უკმაყოფილებას იზიარებს.

„ის, რაც მოყვება ამას, ეს შედეგი ძალიან მძიმე იქნება „ქართული ოცნებისთვის“, საბოლოო ჯამში,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით, გიორგი ფოფხაძესთან ნინო ლომჯარია „აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანია“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ქართულმა ოცნებამ“ მათ საერთო კანდიდატს დაუჭირეს მხარი, ანუ მოხდა კოჰაბიტირებული კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენს კანდიდატს მხარს უჭერდა ქართველი საზოგადოების და ქართველი ხალხის დიდი ნაწილი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები