26 აპრილი 2024,   19:55
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დღეს პარლამენტში ელოდებიან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დღეს პარლამენტში ელოდებიან. კობა გვენეტაძეს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მოუწევს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა.

გვენეტაძესთან პრეტენზიები უმრავლესობას აქვს. მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2018-20 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსაც წარუდგენს.

„განვიხილავთ ყველა ვერსიას, რომელიც შეიძლება დასაშვები იყოს, როგორც პესიმისტური ასევე ოპტიმისტური ვერსიები. განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და პრობლემატურია დღეს, იგივე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის სხდომა არის ღია, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს საკმაოდ მწვავე კითხვები და ველოდები ობიექტურ და ადეკვატურ პასუხებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისგან,“ - განაცხადა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები