26 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა

ქუთაისში გუმათჰესისი მეორე ქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა. 

ამ დრისთვის, მეხანძრეებმა შეძლება ითქვას,  ცეცხლი სრულად ჩააქრეს. ადგილზე სამი საათის განმავლობაში 7 ეკიპაჟი და 40 მეხანძრე მაშველი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ტრანსფორმატორში მოკლე ჩართვა მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

„იწვის ზეთი, სამაშველოები მობილიზებულები არიან, ლოკალიზებული აქვთ ცეცხლი, რომ არ გადაედოს შენობას. ამ წუთში მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენსა,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეონა გეგუჩაძის განცხადებით, აფეთქების და მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ, თუმცა ხვალ დაიწყებს მუშაობას შესაბამის ჯგუფი და შესაძლებელი იქნებ დადგინდეს ზუსტი გამომწვევი მიზეზები,“ - აღნიშნა თეონა გეგუჩაძემ.

დღის ამბები