26 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
სისხლიანი გარჩევის საქმეზე 3 დაკავებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარებულ პატიმრობას არ გაასაჩივრებს

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ბრალდებულმა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება და მისმა უფლებადამცველმა შეხვედრის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის სახით შეფარებულ პატიმრობას არ გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კიდევ ორი სრულწლოვანი დაკავებული აღკვეთის სახით შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრებს. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები