03 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
ფეხბურთის ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან - ლევან კობიაშვილი გარდაცვლილი მსაჯის საქმეს ეხმაურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მსაჯის, ილია ტუღუშის შესახებ. კობიაშვილის საგანგებო მიმართვა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ფედერაცია მზად არის საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. კობიაშვილი ასევე, თხოვნით მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. 

“3 დეკემბრის მატჩში, რომელიც გაიმართა ლანჩხუთში, ლანჩხუთის "გურიის" და თელავს შორის და მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ილია ტუღუშს ამ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. ის მხოლოდ და მხოლოდ მსაჯობდა ახალგაზრდულ ჩემპიონატებში და ასევე, რეგიონალურ გათამაშებაში. ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,“ - განაცხადა კობიაშვილმა.

დღის ამბები