26 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაზე სასამართლო მსჯელობას დღეს განაახლებს

ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაზე სასამართლო მსჯელობას დღეს განაახლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ერთ-ერთი მოწმის განმეორებით დაკითხვას მოითხოვს.

გურამ დონაძის განმარტებით, კახაბერ აზარიაშვილი 2006 წელს დაწერილ განცხადებაში ამტკიცებს, რომ ბუტა რობაქიძესთან ერთად ავტომობილში ყოფნისას, თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

ბრალდებული გამოძიებას მოწმის ინფორმაციის იგნორირებასა და დამალვაში ადანაშაულებს.

„ბუტა რობაქიძის ავტომანქანაში მსხდომი პირი კახაბერ აზარიაშვილი აღმოჩნდა ის პირი, რომელმაც საკუთარი სურვილით 2006 წელს მიმართა პოლიციას და პროკურატურას და დაწერა, რომ ავტომანქანაში 24 ნოემბერს, რომელიც პატრულმა გააჩერა, მას იმ ავტომანქანაში ჰქონდა დამალულ მდგომარეობაში "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი. სამწუხაროდ, იმ დღეს პოლიციამ ის ვერ იპოვა, მაგრამ მე მაინტერესებს, ეს პიროვნება რატომ არ მოჰყავს პროკურატურას მოწმის სახით და არ კითხავს,“ - აცხადებს გურამ დონაძე.

დღის ამბები