26 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
დავით ლანჩავა უნდა მოკვეთილი იყოს ადვოკატთა კორპუსიდან - ზაზა ხატიაშვილი ბრალდებებს პასუხობს

"ადვოკატთა ასოციაციის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. თავმჯდომარეობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

„დავით ლანჩავა, ჩემი შეფასებით, უნდა მოკვეთილი იყოს ადვოკატთა კორპუსიდან, რომელიც ცდილობდა არჩევნების პროცესის ჩაშლას,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, მისდამი გაკეთებული განცხადებები არჩევნების ჩაშლის მიზნით, პროვოკაციაა.

„აუცილებლად, მე ვაპირებ შევხვდე ყველა ადვოკატს, დავიწყო შეხვედრები, ვაჩვენო კადრები ლანჩავა რას აკეთებდა და ჩვენ ყველამ დავით ლანჩავა უნდა მოვკვეთოთ ადვოკატთა კორპუსიდან. ეს არის ადვოკატთა სირცხვილი, ეს ადამიანი, დავით ლანჩავა და გვერდში ეჯდა, როცა ეს ბრიფინგი ჩაატარა ლევან ჯანაშია,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ხატიაშვილის თქმით, ლანჩავას ამ განცხადების გაკეთების დროს გვერდით თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ჯანაშია ეჯდა გვერდით, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ჯანაშია აღნიშნავს, რომ კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად უნდა ცნოს, რადგან ის დარღვევების ფონზე წარიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები