03 მაისი 2024,   00:33
ვრცლად
„მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი" - მიხეილ სააკაშვილი

„არაფრის მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი" - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. წაყენებულ ბრალდებებზე სააკაშვილმა სასამართლო დარბაზსი ისაუბრა და პროცესს სასაცილო უწოდა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სასაცილო საქმე. პროცესი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო მათ გადაწყვიტეს ჩაატარონ 6 კვადრატულ ოთახში. უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს ამას.... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდი ცივილიზებული პოლიტიკური პროცესი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის გუბერნატორის თქმით, მას არ ეშინია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებების, თუნდაც დააპატიმრონ, რადგან ისინი ვერ გატეხენ უკრაინელ ხალხს.

„არაფრის მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი. მე თავს ვთვლი უკრაინელი ოლიგარქის, ასევე ვლადიმერ პუტინის ტყვედ. მე არ ვთვლი, რომ მე ვარ დაკავებული, მე ვარ დატყვევებული, რადგან ისინი აწარმოებენ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის არა დაკავებული არამედ დატყვევებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ. სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა არ შეეშინდეთ.

„მე არ ვარ დაკავებული, მე ვარ დატყვევებული. იმიტომ, რომ ისინი აწარმოებენ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამას აწარმოებენ უკრაინელი ოლიგარქები. მინდა მოგიწოდოთ რომ ნუ შეგეშინდებათ. ხალხმა რომელმაც გამათავისუფლა აჩვენა, რომ ისინი არიან გმირები,“-აცხადებს სააკაშვილი.

დღის ამბები