26 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
პოროშენკოს გამოძრომის ერთი კარგი შანსი აქვს, რომ საქმე მშვიდობიანად მიიყვანოს არჩევნებამდე - თორნიკე შარაშენიძე

„დღეს მოხდა ის, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ გაიაზრა, თუ რა შეიძლება, მომხდარიყო მის თავს, თუ სააკაშვილს ჩასვამდა ციხეში და რა შეიძლებოდა, მომხდარიყო მთლიანად ქვეყნის თავს,“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა, თორნიკე შარაშენიძემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

„ახლა პოროშენკოს აქვს გამოძრომის ერთი კარგი შანსი, რომ საქმე მშვიდობიანად მიიყვანოს არჩევნებამდე,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

მისი თქმით, პოროშენკოს აქვს ერთი ვარიანტი, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

პოლიტოლოგის თქმით, დეპორტაცია პოროშენკოსთვის უკანასკნელი გამოსავალი უნდა იყოს.

დღის ამბები