03 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
„რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა" - ვლადიმერ პუტინი

მიხეილ სააკაშვილი დღეს რამდენჯერმე ახსენა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც დღეს რიგით მე-13 ყოველწლიური შემაჯამებელი პრეს კონფერენცია გამართა. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში უკრაინული სცენარის გამეორებას არ დაუშვებენ. ჟურნალისტების შეკითხვებს პუტინი თითქმის 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

„ჩემი აზრით, რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება. ამას აქამდე როგორ ითმენთ? ის იყო დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი. ახლა იქ მოედნიდან მოედანზე დადის და მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირის - მე უკრაინელი ვარო! კი მაგრამ, უკრაინაში არ არიან ნამდვილი უკრაინელები?! უბრალოდ, ისე ვწუხვარ ამას რომ ვუყურებ, პირდაპირ გული მეწურება,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილი მაშინაც ახსენა, როდესაც ქსენია სობჩაკმა არჩევნებში ალექსეი ნავალნის მონაწილეობასა და ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის არარსებობაზე დაუსვა კითხვა.

„დღეს, ოპოზიციის კანდიდატებს არ უშვებენ არჩევნებზე ან უქმნიან პრობლემებს. ამას საკუთარ თავზეც ვგრძნობ. ჩემი შეკითხვა ასეთია, რატომ ხდება? ნუთუ ხელისუფლებას სამართლიანი კონკურენციის ეშინია?“ - სწორედ ამ კითხვით მიმართა სობჩაკმა ვლადიმერ პუტინს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ოპოზიციას, ხელისუფლებაში მოსვლისთვის, კონკრეტული პოზიტიური გეგმა უნდა ჰქონდეს შემუშავებული და ვითარების დესტაბილიზაციას არ უნდა ახდენდეს.

„რა პროგრამას სთავაზობთ ხალხს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც აქ განვიხილავთ? გინდათ, რომ ჩვენთან მოედნებზე ათობით სააკაშვილმა ირბინოს? აი ისინი, ვინც თქვენ ახსენეთ, რუსული გამოშვების სააკაშვილები არიან. გინდათ, რომ ასეთმა სააკაშვილებმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ. გინდათ, რომ მათი მაიდნიდან მეორე მაიდანი გადავიტანოთ? გინდათ, რომ ჩვენთან სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობები იყოს? ეს უკვე გავიარეთ, გინდათ ეს ყველაფერი დაბრუნდეს? დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას ეს არ სურს და არც დაუშვებს,” - განაცხადა პუტინმა.

დღის ამბები