11 დეკემბერი 2018,   12:05
ვრცლად
სოფელ ნიგოზაში, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას შენობიდან ასახლებენ

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას „ძალა ერთობაშია“ სოფელ ნიგოზაში, შენობიდან ასახლებენ. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ წლობით უპატრონოდ მიტოვებული სოფლის კლუბის ერთი ოთახი სხვა მიზნებისთვის სჭირდება.

მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრები ამბობენ, რომ ოთახი, რომელიც სოფელ ნიგოზას კლუბში კასპის მერიამ გამოუყო, გუშინ ახალმა მერმა ისე წაართვა, რომ მიზეზიც არ განუმარტა. მოძრაობის წევრები რუსულ ოკუპაციას უკვე 143-ე დღეა აპროტესტებენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მხოლოდ მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლებისთვის შენობა უკანონოდ იყო გამოყოფილი.

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედება ოკუპანტებს საქმეს უადვილებს.

სანამ ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლებს ბიუროკრატიული საფეხურების გავლა უწევთ, საზღვარი ცენტრალურ მაგისტრალს უახლოვდება. რუსული ოკუპაციის გაპროტესტების 144-ე დღეს კი, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" წევრები ტრიალ მინდორში შეხვდებიან.

დღის ამბები