26 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
2 რუსული თვითმფრინავი აშშ-ის და საერთაშორისო კოალიციის კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა

მორიგი ინციდენტი სირიაში რუსეთისა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კუთვნილ თვითმფრინავებს შორის. პენტაგონის განცხადებით, რუსული სუ 25-ის ტიპის 2 თვითმფრინავი, შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო კოალიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა.

პენტაგონის ინფორმაციით, ამ ქმედების საპასუხოდ ამერიკულმა ეფ 22 ტიპის გამანადგურებლებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლაც მოახდინეს.

ინციდენტი 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც რუსულმა თვითმფრინავებმა მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით გადაინაცვლეს.

დღის ამბები