26 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
სოციალურად დაუცველი თბილისელები საახალწლოდ განახევრებულ საჩუქრებს მიიღებენ

სოციალურად დაუცველი თბილისელები საახალწლოდ განახევრებულ საჩუქარს მიიღებენ. ადგილობრივი ხელისუფლება სახსრებს ზოგავს და წელს სასაჩუქრე მენიუში აღარ იქნება ქათამი და საქონლის ხორცი.

კოჯრის ყოფილ ბავშვთა სახლში მცხოვრები 27-ვე ოჯახი ყოველდღიურად უფასო სასადილოთი სარგებლობს და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ბენეფიციარები დაცინვად მიიჩვევენ.

მერიის გადაწყვეტილებით გაბრაზებულები არიან მთაწმინდის რაიონში მცხოვრები სხვა სოციალურად დაუცველებიც. არაა გამორიცხული, მათ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას საპროტესტო ტალღით უპასუხონ.

უფასო სასადილოების პერსონალისთვის უცნობია, გაიცემა თუ არა საერთოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საჩუქარი საახალწლოდ.

განახევრებული საახალწლო ნობათის შესახებ „კურიერის“ კითხვაზე თავის არიდება სცადა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

მერიის წინასაახალწლო გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 45 ათასი ბენეფიციარიდან მხოლოდ 30 ათასისათვის შეიძენენ გამგეობები საახალწლო ნობათს.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ შემცირდა უფასო სასადილოების დაფინანსება. ერთ ბენეფიციარზე მუნიციპალიტეტი 1 ლარსა და 18 თეთრის ნაცვლად 5 თეთრით ნაკლებს დახარჯავს.

ბენეფიციარების განახევრებული რაოდენობისათვის საახალწლო ნობათის გაცემა კი მუნიციპალიტეტმა 25 დეკემბრამდე უნდა დაიწყოს.

დღის ამბები