03 მაისი 2024,   23:00
ვრცლად
ფრაქცია იქმნება მხოლოდ და მხოლოდ განაწყენება-გაბუტულობის ნიშნით - რომან გოცირიძე ფრაქცია "ქართული ოცნების" დაშლაზე

„ფრაქციას რაიმე ფორმალური პოლიტიკური საფუძველი რომ ჰქონდეს, კიდევ მისაღებია. რაღაც სოციალ-დემოკრატი რომ ერქვას ან კონსერვატორი ან მრეწველი ან რაღაც, ახლა იქმნებიან მხოლოდ და მხოლოდ განაწყენება-გაბუტულობის ნიშნით,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ქართული ოცნების ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქციის შექმნას.

ფრაქცია ქართული ოცნება სამად იყოფა. საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული სხვადასხვა დაჯგუფება საკუთარ ფრაქციებს შექმნის და ქართულ ოცნებას გამოეყოფა.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ფრაქციის შენახვა ქვეყანას ძვირი დაუჯდება.

„განაწყენებულ ადამიანთა ჯგუფი რაღაც ფრაქციას ქმნის, რომელიც საკმაოდ ძვირი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს. ფრაქცია არის ძალიან ხარჯიანი დაწესებულება, მას აქვს უამრავი ტექნიკური მომსახურება, აპარატი, მივლინებები და ა.შ. ანუ ეს არის გადაყრილი ფული არაფრის გამო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები