06 დეკემბერი 2019,   05:21
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების გატარების შეთანხმება - გარიგების დეტალები გასაიდუმლოებულია

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების გატარების შესახებ კონკრეტული შეთანხმების არსებობა დაადასტურეს, მაგრამ დეტალებს არავინ განმარტავს. ოპოზიციასთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, თბილისი მზადაა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში როკის გვირაბის გავლით ტრანზიტული ტვირთები რუსეთში გაატაროს და რუსეთიდან მიიღოს.

რაზე მოაწერა ხელი თბილისმა და რა გარიგებას დათანხმდა, უცნობია. ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც 2011 წელს ფსოუზე, როკის გვირაბთან და ზემო ლარსზე შვეიცარელი მონიტორების ჩაყენების დოკუმენტზე იმუშავა, ვარაუდობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ მოსკოვთან გარიგების შედეგად, დოკუმენტის პირველად ტექსტი შეცვალა და რუსეთის სასარგებლოდ სხვა პირობებს დათანხმდა.

გრიგოლ ვაშაძე იხსენებს, რა ეწერა ძველ შეთანხმებაში. მაშინ მოილაპარაკეს, რომ შვეიცარიული კომპანია, მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს დაარეგულირებდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსულ ტვირთებს შეამოწმებდა, სპეციალური გადამცემით აღჭურვილი კონტეინერების გადაადგილებას კი, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებამდე სატელიტის საშუალებით მოახდენდა.

ამ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი, რომ ამავე გზით სხვა ქვეყნების ტვირთები გაივლიდა, რატომ შეცვალა პოზიცია საქართველოს ხელისუფლებამ, ამ კითხვაზე ოპოზიცია განმარტებებს ელოდება.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატრანზიტო ტვირთების გატარების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასაც დათანხმდება.

მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნაზე განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან განმარტა, რომ ის მზად არის დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობას ამ კონტრაქტთან დაკავშირებით დასამალი არაფერი არ აქვს.

შვეიცარიულ კომპანია "ეს-ჯი-ეს"-თან შეთანხმებას ხელი საქართველოს მთვარობამ ცალმხრივად მოაწერა, ახლა მოსკოვის ჯერია.

დღის ამბები