26 აპრილი 2024,   13:44
ვრცლად
საპოლიციო კონტროლი - ახმეტაში პოლიციას ძალის გადამეტებისთვის უჩივიან

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში მიმდინარე სამართალდამცველების ქმედებები კახეთში ქალბატონის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდა.

ამ ფაქტის გამო სოფელ ქისტაურში მცხოვრები ხოსიაშვილების ოჯახი ახმეტის პოლიციის თანამშრომლების დასჯას ითხოვს. ოჯახი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა მათი უფლებები შელახეს.

დავით ხოსიაშვილის თქმით, 10-მდე პოლიციელი გამთენიისას მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იარაღს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ პოლიციამ იარაღი სახლში ვერ ნახა. თუმცა, მიღებული სტრესის გამო, საჭირო გახდა, ოჯახის რძლის სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, თავის ტვინში სისხლჩაქცევის გამომ ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.  

დღის ამბები