26 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
ამ სიტუაციამ მომაგონა, რაღაც სამხედრო მდგომარეობა, - ლიკა ბასილაია საპოლიციო კონტროლზე საუბრობს

„მე ამ სიტუაციამ მომაგონა, რაღაც სამხედრო მდგომარეობა, რომ იყო ხოლმე გამოცხადებული ოდესღაც,“ - ასე აფასებს ჟურნალისტი, ლიკა ბასილაია ქვეყანაში განხორციელებულ საპოლიციო კონტროლს.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნავს, რომ შს მინისტრმა, უნდა გადაწყვიტოს რა უნდა სინამდვილეში.

ჟურნალისტის თქმით, ზვიად რატიანის საქმეზე სამხრე კამერების არარსებობა პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილი დარღვევაა.

„კამერამ თუ არ ჩაიწერა, მათ დაარღვიეს კანონი პირველ რიგში და მოსთხოვონ პასუხი საკუთარ თავს,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, „მტრულად“ განწყობილი პოლიციელთა იმიჯი შეივალოს.

„პოლიცია, რომელიც გამცირებს, გაშინებს და არის მტრულად გიყურებს, ეს იმიჯი, ბოლოს და ბოლოს, ჩანაცვლდეს თანამედროვე პოლიციით, რა გახდა ამის დაწყება,“ - განაცხადა ჟურნალისტმა.

დღის ამბები