26 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
უკანონოდ გათავისუფლებულთა კომპენსაცია - „გამჭირვალობა-საქართველო" დასკვნას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დასკვნის მიხედვით, მხოლოდ 2017 წელს სახელმწიფომ 600 ათას ლარზე მეტი გადაიხადა საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულთა კომპენსაციისთვის.

ის, რომ მათი გათავისუფლება უკანონო იყო, ეს სასამართლომაც დაადასტურა და სახდელის გადახდაც სახელმწიფოს სწორედ სასამართლომ დააკისრა.

„ყველა უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო მოხელის მიერ არის მიღებული, გამოისახება კონკრეტულ თანხებში და ზარალში ბიუჯეტის მიმართ,,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

დეტალებს მაყურებელი „კურიერში“ 21:00 საათზე იხილავს. 

დღის ამბები