26 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
გაძვირებული ცხოვრება და ინფლაცია - საქსტატმა 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა მოიმატა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი 6,7 პროცენტია. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული წელი კი ფასების მატების კუთხით, გამორჩეული იყო. ყველაზე მეტად 8,1 პროცენტით გაზრდილია ფასები ჯანდაცვის სფეროში, რომელიც მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების გაძვირებას გულისხმობს. მნიშვნელოვნად გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. მათგან მხოლოდ ბოსტნეული 21 პროცენტით არის გაძვირებული.

გაძვირებულ ცხოვრებას ეკონომისტები მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან.

სტატისტიკის ოფიციალურ მონაცემებში ჯერ-ჯერობით არ მოხვდა წყალსა და დენზე გაზრდილი გადასახადები, რომელიც მოქალაქეებისთვის დამატებითი ხარჯია. 

დღის ამბები