26 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
ციმბირში ფეხსაცმელების ფაბრიკაში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ციმბირში ფეხსაცმელების ფაბრიკაში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი საწყობში გაჩნდა. მუშებმა სახანძრო ბრიგადების მისვლამდე საკუთარი ძალებით სცადეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა კვამლით გაიგუდნენ.

დაღუპულთაგან 7 ჩინეთის, ორი ყირგიზეთის ერთი კი რუსეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. საწყობში ძირითადად ადვილად აალებადი ნივთიერებები ინახებოდა, ამიტომ ჰაერის შემოწმებაც გახდა საჭირო. თუმცა ტოქსიკური ნივთიერებების კვალი დასახლებაში არ აღმოჩნდა.

დღის ამბები