26 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქი მისალოც წერილში სრული ტიტულით არ მოიხსენია

რუსეთის პატრიარქმა, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს იუბილე მიულოცა, თუმცა ოფიციალურ წერილში საქართველოს პატრიარქი სრული ტიტულით არ მოიხსენია.

ჩამონათვალიდან ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამოღებულია და ილია მეორე მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არის მოხსენიებული.

იგივე შინაარსის წერილი გამოუგზავნა პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავზეც.

ილია მეორის ტიტულს ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქია 2010 წლიდან დაემატა.

დღის ამბები