26 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა

ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი -ირჟი დრაგოში, დაუპირისპირდებიან.

არჩევნების პირველ ტურში 73 წლის ზემანმა ხმების 39% მოაგროვა, მის მთავარ კონკურენტს კი მოსახლეობის 26% მიემხრო.

ექსპერტების შეფასებით, არჩევნების მეორე ტურში ორივე კანდიდატს გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსი აქვს.

პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად არჩევნების პირველ ტურში სულ 9 კანდიდატი იბრძოდა, აქტივობამ კი 60%-ს გადააჭარბა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩეხეთში ორი კვირის შემდეგ გაიმართება. 

დღის ამბები