26 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურისა და კალა-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო, კობი გუდაურისა და კალა-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. რაც შეეხება ნაქერალასა და ჯვრის უღელტეხილებს - აქ აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

სიცივისა და ქარბუქის გამო, შეზღუდვები ხელახლა დაწესდა თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე. ამ ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ყველგან, სადაც ზვავსაშიშროება არ არის, გზები იწმინდება.

დღის ამბები