22 მაისი 2018,   19:34
ვრცლად
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ლუცენკო-გოგაძის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილეს

კიევში ლუცენკო-გოგაძის შეხვედრას  ოპოზიცია ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხი განიხილეს ორი ქვეყნის პროკურატურების წარმომადგენლებმა.

12 იანვარს უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის შეხვედრა კიევში შედგა და ექსტადირებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. შეხვედრის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

შეხვედრის შესახებ თავად ლუცენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ საუბარი ექსტრადაციას შეეხებოდა, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

უკრაინული მედიის ვარაუდით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის თემასაც შეეხნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ შეხვედრაზე სწორედ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას განიხილავდნენ.

„ეს არის დასტური იმისა, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ პოროშენკო და ივანიშვილი გარიგდნენ ერთმანეთში და გარიგების მიზანი არის ის, რომ ასრულდეს პუტინის ოცნება, რომ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მიხეილ სააკაშვილი, რამენაირად ჩამოაშორონ პოლიტიკური ბრძოლის ველს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა საერთო მიზანს მიაღწიონ.

„ეს საერთო ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვა როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის გზით ანუ ფაქტობრივად, ის არის მსხვერპლი პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ორივე ქვეყანაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები