26 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი სახლში გადაასვენეს - ერთერთი ვერსიით, ქუთათელაძე შეკვეთილ მკვლელობას ემსხვერპლა

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ სახლში წუხელ, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაასვენეს. ერთერთი ვერსიით, ქუთათელაძე შეკვეთილ მკვლელობას ემსხვერპლა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და არც ქუთათელაძის კაბინეტიდან გამოსული უნახავთ ვინმე. გენერალი ქუთათელაძე, რუსთავის ბაზრის ერთერთი მეწილე იყო, გავრცელებული ინფორმაციით, ის წილის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა მკვლელობა ამ გარიგებას.

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის საქმეზე გამოძიება განრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბიზნესში ქუთათელაძე 2012 წლიდან წავიდა, მანამდე ის პარლამენტის წევრი იყო. საკანონმდებლო ორგანოში ქუთათელაძე ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით მოხვდა.

საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პარალელურად, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში რუსთავის ბაზრის თანამშრომლებს კითხავდნენ.

დღის ამბები