03 მაისი 2024,   22:57
ვრცლად
ერთი და იგივე დროს გადაღებული ფოტოები განსხვავდება, ეჭვს ბადებს სამედიცინო ისტორიაც - მაჩალიკაშვილების ადვოკატი 

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მტკიცებულებების გასაცნობად, მთავარ პროკურატურაში მიდის. მარიამ კუბლაშვილი, საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს და სპეცოპერაციის ადგილზე, სამართალდამცველების და თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტომასალის შედარებას გეგმავს.

მარიამ კუბლაშვილი, ასევე აპირებს საგამოძიებო უწყებას, სამედიცინო ცნობის ექსპერტიზის მოთხოვნით მიმართოს და გაარკვიოს, რამდენად სწორად გაუკეთდა ოპერაცია დაჭრილს და იყო თუ არა შესაძლებელი, თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა.

„განსხვავებებია სხვადასხვა ფოტოებში, ისინი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი და იგივე დროს გადაღებული და ეჭვს ბადებს ეს საკითხი. ეჭვს ბადებს ასევე სამედიცინო ისტორია. გავიდა ლოგინიდან ტყვია, არის მოხვედრილი კედელზე და ეს ადგილი არის ამოღებული. გვაქვს დაცვის მხარეს კითხვა, რატომ გახდა საჭირო ამ კედლის ამოღება. წაღებულია ბალიში გასაგებია, აგრეთვე საბანი, რომელიც ეფარა. რატომ უნდა დაიწყოს გამოძიება 33-ე მუხლით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს პირდაპირი განზრახვა,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

დღის ამბები