26 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
აფეთქება ანტვერპენში - ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა

ბელგიელი სამართალდამცველები ანტვერპენში მომხდარ აფეთქებას იძიებენ. აფეთქება ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა.

მნიშვნელოვნად დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც. მომხდარის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მაშველების ინფორმაციით, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. წინასწარი ვერსიით, აფეთქება შენობის პირველ სართულზე მდებარე იტალიურ რესტორანში მოხდა. ვარაუდობენ, რომ შენობაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

დღის ამბები