03 მაისი 2024,   01:19
ვრცლად
ნამდვილად არაფერს არ უკავშირდება - მოსამართლე არევაძე სააკაშვილისთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯაზე

„ნამდვილად არაფერს არ უკავშირდება, ჩემი გადაწყვეტილება იყო,“ - ასე აფასებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

გიორგი არევაძემ  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს გიორგი არევაძე სასამართლო სისტემის ერთწლიანი მუშაობის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციას ესწრება.

მოსამართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გიორგი არევაძემ კონკურსის ყველა წინა პროცესი და კენჭისყრის ეტაპზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

მას ინსტანციის შეცვლა სურდა და საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში უნდოდა გადასვლა. თუ გიორგი არევაძე კანდიდატურას არ მოხსნიდა და საბჭოს მხარდაჭერას მიიღებდა, უვადო მოსამართლედ გამწესდებოდა.

სასამართლო სისტემის ერთწლიანი მუშაობის შედეგებს მოსამართლეთა კორპუსი, სპეციალურ კონფერენციაზე აჯამებს.

დღის ამბები