26 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
დავით სოკოლოვი მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისში ცხოვრობს

პირველი ქართველი დიქტორი მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისში ცხოვრობს. დავით სოკოლოვი, მეუღლესთან ერთად, იქ, დაახლოებით, 3 თვის წინ მივიდა.

ერთი წლის წინ ინსულტი გადაიტანა, მისი მეუღლე კი უკვე 5 წელია, იგივე მიზეზით ლოგინსაა მიჯაჭვული. საკუთარი სახლი აღარ აქვს და ფიქრობს, რომ ჰოსპისი ახლა მათთვის საუკეთესო ადგილია.

დავით სოკოლოვი, რომელმაც მთელი ცხოვრება სტუდიაში გაატარა, ამბობს, რომ კამერა, სტუდიის შუქი და პირდაპირი ეთერი ენატრება

ყველაზე ხშირად ტელევიზორს უყურებს, ახალი ამბების საქმის კურსში ყოველთვისაა. დღევანდელ ტელეწამყვანებსაც შედარებით კრიტიკულად აფასებს.

ტელევიზიაში მუშაობა დავით სოკოლოვმა 1958 წელს დაიწყო და მას შემდეგ 35 წელი ყოველდღიურად ცისფერი ეკრანიდან მისი გამორჩეული ხმის ტემბრით ახალ ამბებს კითხულობდა. 

დღის ამბები