26 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
"ახალი საქართველო" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შეცვლას და გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვს

"ახალი საქართველო" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შეცვლას და გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ ტელევიზიაში რეფორმა მოქმედი მენეჯმენტის პირობებში ვერ დაიწყება.

გარდა ამისა, პარტია დეპუტატებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„ახალმა საქართველომ" საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი კონცეფციის პრეზენტაციაც გამართა.

„ჩვენი შემოთავაზებით საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ გრძელვადიანი სტრატეგიის საფუძველზე უნდა განსაზღვროს საზოგადოებრივი ინტერესების მქონე პროექტები,“ - განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ხარატიშვილმა. 

დღის ამბები